პოლიტიკა

სუსი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ.

უწყების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დააკავებულია კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე.

“2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.

მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სუს-ი ავრცელებს.

ასევე ნახეთ

ირაკლი ოქრუაშვილი – სპორტული ინტერესი მკლავს, რომ ეს გირაო არ გადავიხადო და ის ერთი წელი ციხეში წავიდე, ვიდრე ქვეყანაში გისოსებში ვიჯდე

8-წლიან მუხლზე არ დავმალულვარ და ერთწლიან მუხლზე როგორ შეიძლება დავიმალო, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია