პოლიტიკა

თბილისსა და რეგიონებში იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის, ტარებისა და გასაღების ფაქტებზე 14 პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარებისა და გასაღების ბრალდებით 14 პირი დააკავეს.

„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. კერძოდ: ოთხი ავტომატი, რვა ცეცხლსასროლი იარაღი, შვიდი მჭიდი და 360 საბრძოლო ვაზნა. ასევე, აირხმოვანი პისტოლეტი, „გეკოს“ ტიპის ორი შაშხანა და სანადირო თოფი“, – აცხადებენ შსს-ში.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარებისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაულები სამიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე ნახეთ

მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ნინო დათაშვილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, გირაოთი შეეცვალა

მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ  ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, გირაოთი შეეცვალა. პროცესის დაწყებამდე პროკურატურამ განცხადება …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...