პოლიტიკა

თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს

თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს. შემთხვევა დღეს დილით, ნუცუბიძის მე-4 მიკრო რაიონში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სასულიერო პირს ერთი ადამიანი ეკლესიასთან დახვდა და დაზიანებები მიაყენა.

სასულიერო პირი მიყენებული ჭრილობების გამო კლინიკაში გადაიყვანეს.

დამნაშავე პოლიციას სავარაუდოდ, იდენტიფიცირებული ჰყავს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ასევე ნახეთ

ალეკო ელისაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ალეკო ელისაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურამ საქალაქო სასამართლოში სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული კადრები …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...