პოლიტიკა

თეიმურაზ კუპატაძე – მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც კუპატაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის 20-მდე ნარკორეალიზატორია დაკავებული.

„დღეს დილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში, ფონიჭალის ტერიტორიქზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორი, რომლებიც ახორციელებდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შენახვა-შეძენა-გასაღებას. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საპოლიციო ღონისძიებები დღის განმავლობაში გრძელდება და გაიზრდება დაკავებულების რაოდენობაც“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ

ასევე ნახეთ

სოფელ კარდენახში 2 ადამიანი მოკლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის ცენტრალურ გზაზე იარაღით ორი ადამიანია მოკლული. ისინი თანასოფლელები არიან. შემთხვევის ადგილზე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია