პოლიტიკა

თეიმურაზ კუპატაძე: შსს-ს თანამშრომლებს აქვთ დამწვრობები და სხვადასხვა საგნით მიყენებული ჭრილობები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაღად გაჰყვებათ

7 და 8 მარტს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 თანამშრომელი ამ დრომდე კლინიკაში მკურნალობს. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიდან ხუთი მათგანი გადის ამ დრომდე მკურნალობას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. აქვთ მძიმე დაზიანებები, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აქვთ დამწვრობები და სხვადასხვა საგნით მიყენებული ჭრილობები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაღად გაჰყვებათ“, – აღნიშნა კუპატაძემ.

თეიმურაზ კუპატაძის თქმით, ორი დღის განმავლობაში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი.

ასევე ნახეთ

კახა კალაძე – უნივერსიტეტის ქუჩაზე ორმხრივად მოძრაობა 4 დეკემბრიდან აღდგება

უნივერსიტეტის ქუჩაზე ორმხრივად მოძრაობა 4 დეკემბრიდან აღდგება – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია