პოლიტიკა

თელავში ახალგაზრდა ქალი მოკლეს

კახეთში, თელავში მკვლელობა მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლულია 30 წლამდე, ახალგაზრდა ქალი. მათივე ინფორმაციით, მკვლელობა სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ერთი პირი. ბრალდებული პოლიციამ 2 ოქტომბერს ამ ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავა, პოლიცია ითხოვდა დაპატიმრებას, თუმცა 6 ოქტომბერს მოსამართლე მამუკა წიკლაურის გადაწყვეტილებით, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე – კერძო სკოლებს შეეძლებათ, შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, საჯარო სკოლებშიც თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მე-12 კლასი, შეიქმნება სპეცკლასები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსწავლეს თუ ექნება სურვილი, დაამთავროს მე-12 კლასი და განაგრძოს სწავლა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...