თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დამნაშავედ 3 პუნქტით ცნო.
თურქი ბიზნესმენი მოსამართლემ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში დამნაშავედ ცნო და 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გალიფ ოზთურქი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
როგორც გალიფ ოზთურქის ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი მედიასთან აცხადებს, სასამართლომ განაჩენი გამოიტანა 260-ე მუხლის პირველი, მესამე და მეექვსე ნაწილებით, რომელიც დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ითვალისწინებს და ასევე 263-ე მუხლი, რომელიც ფსიქოტროპული საშუალებების შეძენა შენახვას ითვალისწინებს. მისი თქმით, სასამართლოს დასაბუთების გაცნობის შემდეგ ბრალდებულის მხარე განაჩენთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ვერ გავაკეთებ დასკვნებს, რადგან დასაბუთება უნდა ჩავიბარო. განაჩენი არ უნდა დაჰყრდნობოდა იმ არადამაჯერებელ მტკიცებულებებს, რომელთა ერთობლიობა გონივრული, ეჭვს მიღმა სტანდარტით არ იძლეოდა დადგენილ მოცემულობას, რომლითაც პირის მსჯავრდება იქნებოდა შესაძლებელი. როდესაც ჩავიბარებთ მოცემულ განაჩენს გვეცოდინება რა არგუმენტაცია გათვალისწინება სასამართლომ განაჩენის გამოტანისას და შესაბამისად წარმოვაჩენთ ჩვენს პოზიციას ზედა ინსტანციაში“, – განაცხადა ადვოკატმა.
ასევე ნახეთ
სასამართლომ მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულთაგან 3 პირი სამართალდამრღვევად ცნო
19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან სამი …