პოლიტიკა

გომელაურის თქმით, ვერტმფრენში მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა, პარაპლანის ერთი მგზავრი გადარჩა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, გუდაურში სამაშველო ვერტმფრენში მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.

მისივე განცხადებით, პარაპლანით მფრინავებიდან ერთი ქართველი მგზავრი გადარჩა და კლინიკაში გადაჰყავთ, ხოლო მეორე – უცხოელი ტურისტი დაიღუპა.

რაც შეეხება პარაპლანით ფრენებს, გიდასტურებთ, დიდი პრობლემაა. კვირა არ გავა სამაშველო ოპერაცია რომ არ ჩატარდეს, ვერტმფრენი არ ჩაირთოს, არის, რა თქმა უნდა, გარდაცვალების ფაქტებიც და ალბათ უნდა ვიმუშაოთ ამაზე, რეგულაციები გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს. არის ძალიან რთული, არ ვიცი რატომ ხდება ამ პარაპლანების აქ ხშირად ჩამოვარდნა, ქარია, ხეობებია ან არ არიან პროფესიონალები. ლიცენზია როგორ გაიცემა, საინტერესოა ყველაფერი და ამას ჩავყვებით აუცილებლად. სანამ ეს არ დამთავრდება, ჩემი აზრით, უნდა შეჩერდეს პარაპლანებით ფრენა და უკვე შესწავლის შემდეგ გაიცეს ლიცენზია იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან პროფესიონალები. ამ დღეების განმავლობაში, სანამ პასუხი არ გვეცოდინება, გაჩერდება”, – განაცხადა გომელაურმა. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით, რაც საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ასევე ნახეთ

შემდეგი წლიდან სკოლაში შესვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი წლიდან, სკოლაში შესვლის შესაძლებლობა შეეძლება მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...