პოლიტიკა

თემურ მღებრიშვილი – დაკარგულთა ოჯახის წევრებს სტიქიის ეპიცენტრს ვერტმფრენის საშუალებით თავად ნახავენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგულთა ოჯახის წევრებს შეხვდა.
როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, დაკარგულთა ოჯახის წევრებს სტიქიის ეპიცენტრს ვერტმფრენის საშუალებით თავად ნახავენ.

„იმ ადამიანების ოჯახის წევრებს შევხვდით, ვისთანაც დაკონტაქტება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მიმდინარე პროცესები მოვახსენეთ, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს, რა მდგომარეობაა თვითონ სტიქიის ეპიცენტრში. მათ სურვილი გამოთქვეს, უშუალოდ ნახონ სტიქიის ეპიცენტრი და ჩვენ მზად ვართ, შევიყვანოთ ვერტმფრენის საშუალებით და თვითონ ნახონ, თუ რა მძიმე სიტუაციაა. სურვილი გამოთქვეს და შესაბამისად, თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, ეს სურვილი დავაკმაყოფილოთ“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

ასევე ნახეთ

შემდეგი წლიდან სკოლაში შესვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი წლიდან, სკოლაში შესვლის შესაძლებლობა შეეძლება მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...