პოლიტიკა

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

8 ივლისს ქუთაისში +31 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ოზურგეთშიც, სადაც დღისით +30, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ცვალებად მოღრუბლულობას ვარაუდობენ, დღისით ტემპერატურა +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. +28 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც იწვიმებს. დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი. ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმიანი დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +30, ღამის განმავლობაში კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. წვიამიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, სადაც დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში უნალექო დღე იქნება, +33 გრადუსია დღისით, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი.

გუდაურში დღისით +19 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება. უნალექო დღე იქნება ომალოში. დღისით +23, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო დღე იქნება გურჯაანშიც, სადაც დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით აქ +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

რუსთავშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +33 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები.

ასევე ნახეთ

ბეკომ ქალაქ რუსთავს ხეები აჩუქა!

ბეკო, როგორც გლობალური ბრენდი, დაარსებიდან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მდგრად განვითარებას. მათ შორის საქართველოში მოღვაწეობის 25-წლიანი …