პოლიტიკა

სამხრეთ კორეის დედაქალაქში გადაუღებელ წვიმას მსხვერპლი მოჰყვა

გადაუღებელ წვიმას სამხრეთ კორეის დედაქალაქში მსხვერპლი მოჰყვა, დაღუპულია შვიდი ადამიანი, 14 დაშავდა, ექვსი კი დაკარგულად ითვლება.

წვიმის შედეგად სეულში დატბორილია საავტომობილო გზები და მეტროსადგურები. სტიქიის გამო ქალაქის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

სტიქიის შედეგად დაღუპულების უმეტესობა ნახევრადსარდაფის ტიპის სახლების მცხოვრებლები არიან, მათ შორის არის 13 წლის გოგონა.

„ბიბისის“ ცნობით, სტიქიის გამო 163 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ისინი სკოლებში გახსნილ თავშესაფრებს აფარებენ თავს.

ასევე ნახეთ

პროკურატურამ ბებიას 2 წლამდე შვილიშვილის tik-tok ლაივში ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბებიას ბრალდება 1 წლის და 2 თვის შვილიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, წარუდგინა. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია