პოლიტიკა

სერბეთის პრეზიდენტის მტკიცებით, კოსოვოს ჯარი სერბეთზე თავდასხმას გეგმავს

სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდ ვუჩიჩის მტკიცებით, კოსოვოს ჯარი ჩრდილოეთ სერბეთზე თავდასხმას აპირებს.

“ვფიქრობ, რომ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ იმაზე რთულ მდგომარეობაში, ვიდრე დღეს. რატომ ვთქვი ეს? პრიშტინის რეჟიმი ცდილობს, გამოიყენოს მსოფლიოში არსებული განწყობა და საკუთარი თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს” – თქვა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ამ განცხადებამდე დაძაბულობა იყო სერბეთისა და კოსოვოს საზღვართან. მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკურად სერბებმა სერბეთთან დამაკავშირებელ ორ სასაზღვრო გადასასვლელ პუნქტებთან გზები გადაკეტეს.

მათი პროტესტი კოსოვოს მთავრობის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს და ძალაშია 3 თვის განმავლობაში, სერბების გაცემული დოკუმენტები კი ვალიდური აღარ იქნება.

პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სერბეთის ჯარმა კოსოვოს საზღვარი გადაკვეთა. ეს ინფორმაცია სერბეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო.

ასევე ნახეთ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ყაზახ კოლეგას, ყასიმ-ჟომარტ თოყაევს შეხვდება

 რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ყაზახ კოლეგას, ყასიმ-ჟომარტ თოყაევს შეხვდება, რომელიც მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის მიწვევით …