პოლიტიკა

უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა

მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბიჭი ანესთეზიის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა.

ოჯახის წევრები ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ. გარდაცვლილი ბავშვის დედის განცხადებით, 7 წლის ბიჭს ანესთეზიის ზედმეტი დოზა გაუკეთეს.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უროლოგიის ეროვნული ცენტრში 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმის შესწავლა დაიწყო.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო კლინიკაში გუშინ შევიდა.

ასევე ნახეთ

კახა კალაძე – თბილისში მეტროს პირველ ხაზზე ორი ახალი სადგური აშენდება

თბილისში, მეტროს პირველ ხაზზე ორი ახალი სადგური აშენდება. ერთ-ერთი ვარკეთილში, ხოლო მეორე გლდანში იქნება. როგორც …

ჩანთების ონლაინ მაღაზია