ლონგ აილენდში მცხოვრები ქალი გარდაცვლილი იპოვეს. მისი სხეული დასახიჩრებული უკანა ეზოში აღმოაჩინეს. პოლიციის ინფორმაციით, მას თავს დაესხა ძაღლი, რომელიც მის გერს ეკუთვნოდა, რომელიც რამდენიმე კვირით ადრე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ქალი ქართველი პიანისტი მარინა გაბუნიაა. ინფორმაციას NBC ავრცელებს.
სახლში დაბრუნებულმა მეუღლემ, გარდაცვლილი ქალის დასახიჩრებული სხეული ეზოში ნახა, ძაღლი კი კვლავ აგრძელებდა მისი სხეულის ჭამას.
მამაკაცმა პოლიცია გამოიძახა და ოფიცერმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა ესროლა ძაღლს, მას შემდეგ, რაც ძაღლი მასაც დაესხა თავს. პოლიციის თქმით, ოფიცერი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციის ცნობით, 7 წლის პიტბული გარდაცვლილის მარინა გაბუნიას გერს ეკუთვნოდა, რომელიც ორი კვირის წინ მოტოციკლეტით ავარიაში დაიღუპა. მისი გარდაცვალების შემდეგ ძაღლს მისი მშობლები უვლიდნენ.