პოლიტიკა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევიდან ცეცხლი ახალციხის მიმართულებით გავრცელდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევიდან ცეცხლი ახალციხის მიმართულებით გავრცელდა.

ხანძარი უკვე აწყურის ციხეს ჩამოსცდა და დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა.

მიუხედავად ძლიერი დაკვამლიანებისა, ვერტმფრენები მუშაობას განაგრძობენ. ამ ეტაპზე ადგილზე საშუალო სიმძლავრის ქარია.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარს უკვე რამდენიმე დღეა, ებრძვიან. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები. დღეიდან პროცესში ასევე ერთვებიან თურქეთის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავები.

ასევე ნახეთ

ზურაბ ჯაფარიძე – თუ მიქანაძე ხედავდა, რომ სტრასბურგში ქვეყანას ვღალატობდი, რატომ იქვე არ მეცა ყელში?

[გივი მიქანაძე] ახლა რომ უყვება წულუკიანს, თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა, იქვე სტრასბურგში ვერ მოვიდა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია