პოლიტიკა

ოდესის ლიტერატურულ ფესტივალს წელს ბათუმი უმასპინძლებს

საქართველო ოდესის VIII საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალს უმასპინძლებს: 2022 წლის 5-8 ოქტომბერს უკრაინული ფესტივალი ქალაქ ბათუმში გაიმართება.

წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და მთელ მსოფლიოზე მისი გავლენა იქნება. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ამ ფესტივალით მეგობრობისა და სოლიდარობის ლიტერატურული ხიდი გაიდება შავი ზღვის ორ მხარეს შორის.

ფესტივალის ფარგლებში ქალაქი ბათუმი უმასპინძლებს უკრაინელ, ქართველ, შვეიცარიელ, რუმინელ, პოლონელ, თურქ და სხვა უცხოელ მწერლებსა და ფესტივალის მონაწილეებს. ფესტივალის პროგრამა აერთიანებს ქართულ-უკრაინული პოეზიის ღონისძიებებს, საბავშვო ლიტერატურულ პროგრამას, ახალი წიგნების პრეზენტაციებს, დისკუსიებს და მთარგმნელობით სემინარებს. ასევე იგეგმება სპეციალური ღონისძიება იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვებისთვის.

ფესტივალის პროგრამა განხორციელდება ჰიბრიდული ფორმატით; უკრაინელი მწერლების ნაწილი მხოლოდ ონლაინ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის ყველა ღონისძიება, რომელიც ბათუმში გაიმართება, ხელმისაწვდომი იქნება YouTube და Facebook გვერდებზე.

ფესტივალის სრული პროგრამა გამოქვეყნდება უახლოეს მომავალში ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე. ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასო იქნება.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან Peter Weiss Foundation for Art and Politics (გერმანია), ქართული ლიტერატურული ინიციატივა და გამომცემლობა წიგნები ბათუმში. ფესტივალი ხორციელდება Konrad Adenauer Foundation-ის (გერმანია), Jan Michalski Foundation-ის (შვეიცარია), international literature festival berlin (ilb)-ის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, ბათუმის მერიის, Prohelvetia-ს (შვეიცარია) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით. ფესტივალი წელსაც განაგრძობს თანამშრომლობას Odesa Academic Ukrainian Music and Drama Theater named after V. Vasylko-სთან. ფესტივალის ორგანიზატორები აგრძელებენ მოლაპარაკებებს სხვა დაინტერესებულ პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან.

ფესტივალის მედია მხარდამჭერები არიან: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ბათუმელები და ნეტგაზეთი

ასევე ნახეთ

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია