პოლიტიკა

1 ივნისიდან A კატეგორიის ტაქსებს, რომლის ასაკი 10 წელს არ აღემატება, ავტობუსის ზოლზე მოძრაობის უფლება ექნებათ

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ტაქსებთან დაკავშირებული სიახლე განიხილა. მისი თქმით, 1 ივნისიდან A კატეგორიის ტაქსებს, რომლის ასაკი 10 წელს არ აღემატება, ავტობუსის ზოლზე მოძრაობის უფლება ექნებათ, ხოლო იმისთვის, რომ მგზავრებმა ეს ტაქსები სხვა ტაქსებისგან განასხვაონ, სპეციალური სტიკერით აღინიშნება.

„როგორც მოგეხსენებათ, პირველი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი და მთელი რიგი შესაბამისი რეგულაციები. ამასთან, A კატეგორიის ტაქსებს უფლება მიეცათ, ავტობუსის ზოლში აიყვანონ და ჩამოსვან მგზავრი. ახლა კი მინდა გაგაცნოთ მორიგი სიახლე, რომელზეც მუნიციპალიტეტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობს. აღნიშნული სიახლე შეეხება მხოლოდ A კატეგორიის ტაქსებს, თუ ავტომანქანის ასაკი არ აღემატება 10 წელს. ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ექნებათ უფლება, იმოძრაონ ავტობუსის ზოლში და ვგეგმავთ, რომ ეს უფლება ავამოქმედოთ პირველი ივნისიდან.

იმისთვის, რომ მარტივად იდენტიფიცირებადი იყოს ასეთი საშუალებები ყველასთვის, მათ შორის მგზავრებისთვის, ჩვენ შემოვიღეთ სტიკერები, რომელთა დარიგებას უკვე მაისის თვიდან დავიწყებთ მუნიციპალურ სერვისცენტრებში. ეს სტიკერი იქნება იმის მანიშნებელი, რომ ტაქსი დაშვებულია ავტობუსის ზოლში, შესაბამისად, მისი გადაადგილების დრო გაცილებით ნაკლები იქნება. ეს სტიკერი განთავსდება ტაქსის საქარე მინაზე, მარჯვენა ზედა კუთხეში. A კატეგორიის ტაქსი დაიშვება მხოლოდ იმ საავტობუსე ზოლში, სადაც ავტობუსი მოძრაობს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის და არა საპირისპირო მიმართულებით.

ეს მნიშვნელოვანი დეტალია და მინდა, რომ ყურადღებით მოისმინონ A კატეგორიის ტაქსის სერვისის მიმწოდებელმა პირებმა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ტაქსის დაიშვება ავტობუსის ზოლში მხოლოდ იქ, სადაც ავტობუსი გადაადგილდება სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულებით“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი – საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის და მათი პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავებისა და გამოყენების მცდელობა გრძელდება და ინტენსიურ ხასიათს იძენს

ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის და მათი პერსონალური მონაცემების კანონის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია