პოლიტიკა

2023 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებმა 2,500 000-მდე მგზავრს უმასპინძლა

2023 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებმა 2,500 000-მდე მგზავრს უმასპინძლა, შესაბამისად, იანვარ-ივნისში, მათი მგზავრთნაკადის მონაცემები პანდემიამდელ ნიშნულს გაუთანაბრდა – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ქვეყნის აეროპორტებში არსებული პოზიტიური დინამიკა ამ კუთხით მთავრობის სწორი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შედეგია.

„ჩვენ შევძელით და საქართველოს აეროპორტებში სრულად აღვადგინეთ მგზავრთნაკადი – თუ მას 2019 წლის მონაცემებს შევადარებთ. დღესდღეობთ ჩვენ გვყავს 50-მდე საერთაშორისო პარტნიორი ავიაკომპანია, რომლებიც 60-ზე მეტი მიმართულებით ასრულებს პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა განაგრძობს, იყოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება საერთაშორისო მგზავრებისთვის, ტურისტებისთვის“, – აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

ნახევარი წლის მონაცემების თანახმად, კონკრეტული აეროპორტების მიხედვით: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 566 251 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ს შეადგენს. ამასთან, აეროპორტი 84%-ით დაუბრუნდა 2019 წლის პირველ ექვს თვეში დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს. ანალოგიურად, პოზიტიური სურათია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სტატისტიკაშიც – გადაყვანილ იქნა 667 305 მგზავრი, ზრდა 2022 წლის ორი კვარტლის ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით 103%-ს შეადგენს.

ამასთან, იანვარ-ივნისში მიღებულ მგზავრთა მაჩვენებელი 83%-ით აღემატება 2019 წლის პირველ ექვს თვეში მიღებული მგზავრების რაოდენობას. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს რაც შეეხება, ის 236 444 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 9%-ია, ხოლო 2019 წლის პირველ ექვს თვესთან მიმართებაში აღდგენა 96%-ს შეადგენს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ასევე ნახეთ

საქართველოში 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია