პოლიტიკა

26 ნოემბრიდან ამინდი გაუარესდება – მოსალოდნელი პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 ნოემბერს დღის ბოლოდან 27 ნოემბრის დღის ბოლომდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მათივე ცნობით, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვაა მოსალოდნელი, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი.

“ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, – ამბობენ სააგენტოში.

ასევე ნახეთ

ბეკომ ქალაქ რუსთავს ხეები აჩუქა!

ბეკო, როგორც გლობალური ბრენდი, დაარსებიდან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მდგრად განვითარებას. მათ შორის საქართველოში მოღვაწეობის 25-წლიანი …