პოლიტიკა

29 ივნისს, ორი პრესკონფერენციაა ჩანიშნული სამყაროს შესახებ მნიშვნელოვანი აღმოჩენების შესახებ

29 ივნისს, ორი პრესკონფერენციაა ჩანიშნული სამყაროს შესახებ მნიშვნელოვანი აღმოჩენების შესახებ. თუმცა, ეს ორი განცხადება ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავებულ თემას და აღმოჩენას ეხება.

სავარაუდოდ, ორივე კონფერენცია ეხება ისეთ მიღწევებს, რომლებმაც შეიძლება შეცვალონ ჩვენი ფუნდამენტური გაგება სამყაროს შესახებ.

ჩრდილოეთ ამერიკის გრავიტაციული ტალღების ნანოჰერცის ობსერვატორია (NANOGrav) 29 ივნისს აანონსებს განცხადებას, რომელიც თბილისის დროით 21:00 საათზე გაკეთდება.

პრესკონფერენციაზე წარმოგვიდგენენ აღმოჩენას, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობა Pulsar Timing Array-მ (IPTA) გააკეთა — გრავიტაციული ტალღების დეტექტორთა მსოფლიო მასშტაბის კონსორციუმმა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აღმოჩენა გრავიტაციულ ტალღების ფონს (GWB) ეხება, რომელსაც ხშირად სამყაროს ფონურ ზუზუნს უწოდებენ.

ამ ფონური ზუზუნის აღმოჩენა დიდი ამბავი იქნება, რომელიც რევოლუციას მოახდენს ჩვენს გაგებაში სამყაროს ყველაზე ადრეული დღეების შესახებ.

მეორე განცხადებას ხუთშაბათს ანტარქტიდის ყინულების სიღრმეში განთავსებულ ნეიტრინოების ობსერვატორია IceCube გააკეთებს.

29 ივნისის განცხადების შესახებ ჯერ ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ ეჭვგარეშეა, საქმე ეხება ნეიტრინოების გარკვეულ დამაინტრიგებელ დაფიქსირებას, რასაც ძალიან ცოტა რამ თუ ექნება საერთო გრავიტაციულ ტალღებთან.

IceCube-ის ობსერვატორიის პრესკონფერენცია 29 ივნისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში უყუროთ ამ ბმულზე.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

ასევე ნახეთ

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გულწრფელ ახალგაზრდებს ღია წერილით მიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გულწრფელ ახალგაზრდებს ღია წერილით მიმართავს და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია