პოლიტიკა

33 ოჯახს თბილისში საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა საბურთალოს, ვაკის, ისნის, მთაწმინდის, კრწანისისა და სამგორის რაიონში მცხოვრებ 33 ოჯახს.

წლების განმავლობაში დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართები ამ ოჯახებს სიმბოლურ 1 ლარად გადაეცათ.

„დღეს 33 ოჯახს გადავეცით საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. ეს ის ფართებია, სადაც ეს ადამიანები ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და გარკვეული მიზეზების გამო ვერ ხერხდებოდა მათი დაკანონება. 2017 წლიდან, როდესაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ ამირჩია, დავიწყეთ აღნიშნული პროგრამის განხორციელება და 3000-მდე ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია და გადაცემული აქვთ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. რა თქმა უნდა, ეს პროგრამა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ამ პრობლემის მქონე ყველა ოჯახი არ დაკმაყოფილდება. ჩვენგან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა. აუცილებლად უნდა მიმართონ იმ რაიონის გამგეობას, სადაც ისინი ცხოვრობენ და ჩვენი თანამშრომლები მათ მაქსიმალურად გაარკვევენ იმაში, თუ რა საბუთები უნდა წარმოადგინონ. ამის შემდეგ დედაქალაქის მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას. ამ 33 ოჯახს ვულოცავ და ვუერთდები მათ სიხარულს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წლობით დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემა კახა კალაძის ინიციატივით 2017 წლიდან დაიწყო.

 

ასევე ნახეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი მის არასრულწლოვან შვილზე გავრცებულ ინფორმაციას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-მა ცოტა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...