პოლიტიკა

34 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

34 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან -1989 წლის 9 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა ჯარმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქცია სისხლიანად დაარბია. ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა და მომწამვლელი გაზი გამოიყენეს მშვიდობინი ხალხის წინააღმდეგ. 21 ადამიანი დაიღუპა. ასობით ადამიანი დაშავდა და მოიწამლა.

9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან ზუსტად 2 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ყოველ წელს ამ დღეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მდებარე 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეებსა და ოფიციალურ პირებს ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ.

ასევე ნახეთ

აქტივისტ თამარ ლორთქიფანიძეს ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, აქტივისტ თამარ ლორთქიფანიძეს ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალი წარედგინა. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...