პოლიტიკა

აჭარის 5 მუნიციპალიტეტში ფერმერებისთვის 2200 ჰა სასოფლო-სამეურნეო ფართობი უსასყიდლოდ დამუშავდება

აჭარის მთავრობის  გადაწყვეტილებით და მხარდაჭერით აჭარის 5 მუნიციპალიტეტში ფერმერებისთვის 2200  ჰა სასოფლო-სამეურნეო ფართობი უსასყიდლოდ დამუშავდება.

სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ქობულეთის მერმა დაბა ოჩხამურში შეაფასებს. სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავებისთვის ბიუჯეტი 1 284 000 ლარია გამოყოფილი.

აჭარის მთავრობამ სასოფლო-სამეურნეო ფართობების უსასყიდლოდ დამუშავების პროგრამა პანდემიის პერიოდში დაიწყო და ახლაც წარმატებით მიმდინარეობს.

2023 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 30 მილიონ ლარამდე გაიზარდა.აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2023 წელს სოფლად მეწარმეობის განვითარების და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამებს განახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 400-მდე ფერმერი დაფინანსდება.

ასევე ნახეთ

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია