პოლიტიკა

ადვოკატი – სასტიკად ნაცემი ალეკო ელისაშვილი განრიდების ნაცვლად რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი

“მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აქციიდან განრიდების ნაცვლად რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი – ამის შესახებ ელისაშვილის ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი აცხადებს.

ადვოკატისთვის გაუგებარია, რაში სჭირდებოდათ დეპუტატის რამდენიმე საათით გაჩერება განყოფილებაში, როდესაც ის სასტიკად ნაცემი იყო.

უფლებადამცველი პოლიციის მხრიდან დარღვევებზე  და უფლებამისილების გადამეტებაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ სამართალდამცველები წაცეულ ელისაშვილს ურტყამდნენ

“განრიდება ნიშნავს იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება მოპირდაპირე, პარალელურ ქუჩაზე ადამიანის ჩამოსმა, მაგრამ მათ მთაწმინდიდან წაიყვანეს წერეთელზე რომ პოლიციის შენობაა მანდ. იქ ჰყავდათ გადაყვანილი რამდენიმე საათით. რაში სჭირდებოდათ რამდენიმე საათით გაჩერება, როდესაც მას ჰქონდა მძიმე ფიზიკური დაზიანებები და შემდგომ უკვე მოხდა მისი გადაყვანა საავადმყოფოში, სადაც მძიმე დაზიანებები, ნეკნის მოტეხილობა, სახის დაზიანებები აღმოაჩნდა.

სრული დარღვევაა, ვინაიდან დეპუტატის დაკავება შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ, თუ ის ჩაიდენს სისხლის სამართლებრივ დანაშაულს და დანაშაულზე იქნება წასწრება. სისხლის სამართლებრივი დანაშაული იქ არ ყოფილა. დანაშაული იქ ჩაიდინა, მხოლოდ და მხოლოდ, პოლიციამ. ვინაიდან, ერთ ადამიანს კი არ აკავებდა, ურტყამდა ფეხით წაქცეულ მდგომარეობაში”, – ამბობს გიორგი რეხვიაშვილი.

ასევე ნახეთ

დღეს, რესპუბლიკის მოედანზე აქცია „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ გაიმართება

დღეს, რესპუბლიკის მოედანზე აქცია – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ გაიმართება. აქცია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია