პოლიტიკა

ახალციხეში კერძო ბაგა-ბაღში ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა

ტრაგედია დატრიალდა ახალციხეში, სადაც კერძო ბაგა-ბაღში ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ეძინა, როდესაც აღმზრდელმა დახედა და გარდაცვლილი დახვდა. ტრაგედიის მიზეზის დადგენაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ფაქტზე გამოძიება სსკ 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით. ეს მუხლი გულისხმობს „სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით“.

კანონის თანახმად, „სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით“ ისჯება ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობით ან ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით.

სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

ასევე ნახეთ

პროკურატურამ ბებიას 2 წლამდე შვილიშვილის tik-tok ლაივში ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბებიას ბრალდება 1 წლის და 2 თვის შვილიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, წარუდგინა. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია