პოლიტიკა

ახალციხეში კერძო ბაგა-ბაღში ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა

ტრაგედია დატრიალდა ახალციხეში, სადაც კერძო ბაგა-ბაღში ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ეძინა, როდესაც აღმზრდელმა დახედა და გარდაცვლილი დახვდა. ტრაგედიის მიზეზის დადგენაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ფაქტზე გამოძიება სსკ 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით. ეს მუხლი გულისხმობს „სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით“.

კანონის თანახმად, „სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით“ ისჯება ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობით ან ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით.

სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

ასევე ნახეთ

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობას აღარ შეეძლებათ

მთავრობამ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აუკრძალა – …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...