პოლიტიკა

ალასანია სააკაშვილზე: ადამიანი ვერ იღებს საკვებს, ჭამს იმას, რაც შეუძლია

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ვივამედის გენერალურ დირექტორს, ნინო ნადირაძეს პასუხობს და აღნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტი იმ საკვებს იღებს, რისი მიღებაც შეუძლია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“შეიძლება, ქალბატონ ნინოს გამორჩა ის დიაგნოზები და განმარტებები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ სპეციალისტებისგან, მაღალი დონის ექსპერტებისგან, რომ ადამიანი არის მოწამლული. ამის გამო, ადამიანი ვერ იღებს საკვებს, ჭამს იმას, რაც შეუძლია. რომ ჩამოთვლიან ხორცი უნდა იყოს, ის უნდა იყოს, ეს ადამიანი ვერ იღებს, რამდენჯერაც მოსინჯა, იმდენჯერ ამოიღო უკან”, – აღნიშნა ალასანიამ.

ამასთან, როგორც სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნა, ნადირაძე დაბარებულია სასამართლო პროცესებზე და მის პოზიციას იქ გააჟღერებს.

“ბატონი მიხეილ პოზიციაც იგივე იყო, ჩვენ ქალბატონ ნინოს პატივს ვცემთ, მის პროფესიონალიზმს, გააკეთა ეს განცხადება, გააკეთა, დანარჩენს სასამართლო პროცესზე, როგორც მოგეხსენებათ, დაბარებულია და თუ რაიმე ზეწოლის ფაქტებზე იცის ან რამე ხდება, სასამართლო პროცესზე გააჟღერებს”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

გუშინ ნინო ნადირაძემ იმედის ეთერში მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა და თქვა, რომ ოჯახი მას საკმარისი რაოდენობის საკვებით არ ამარაგებს. მისი განცხადებით, “ხვეწნა-მუდარის მიუხედავად”, ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟი არ მიაქვთ.

ასევე ნახეთ

ადვოკატი – სასტიკად ნაცემი ალეკო ელისაშვილი განრიდების ნაცვლად რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი

“მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აქციიდან განრიდების ნაცვლად რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი – …

ჩანთების ონლაინ მაღაზია