პოლიტიკა

ალკოჰოლის მიღება სიმელოტეს იწვევს – კვლევა

სტატისტიკის მიხედვით, ორმოც წელს მიღწეულ მამაკაცთა 40%-ს აწუხებს გამელოტების ესა თუ ის დონე.  პროცესი 18-20 წლის ასაკიდან იწყება. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა  Express ავრცელებს.

ანდროგენული ალოპეციის განვითარების მიზეზად ითვლება მამაკაცის ჰორმონის ტესტოსტერონის და მისი დერივატების დამაზიანებელი მოქმედება იმ თმის ფოლიკულებზე, რომლებიც განლაგებული არიან შუბლისა და თხემის მიდამოებში. მათ მიმართ მგრძნობიარე ფოლიკულები თანდათან მცირდებიან ზომაში, გადაინაცვლებენ კანის ზედაპირისაკენ, კარგავენ ჯანმრთელი თმების პროდუცირების უნარს, ატროფირდებიან, საბოლოოდ განიწოვებიან და ჩაენაცვლებიან შემაერთებელი ქსოვილით. მიუხედავად იმისა, რომ ჰორმონალური ფონი ყველა მამაკაცს გააჩნია, თმის ცვენა ეწყებათ მხოლოდ გენეტიკურად წინასწარგანწყობილ მამაკაცებს.

არსებობს ასევე დიფუზური ალოპეცია, როდესაც დღეში 1000 თმის ღერი იკარგება. მისი გამომწვევი მიზეზებია ენდოკრინული დაავადებები, დიდი რაოდენობით მედიკამენტების მიღება,

ემოციური და ფიზიკური სტრესი,  ეკზოგენური და მეტაბულური ჰიპოპროტეინემია, ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტი, რკინის,თუთიის და სხვა მინერალების დეფიციტი.

მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამელოტება გამოიწვიოს. აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც ჭარბი რაოდენობის სასმელს მოიხმარენ, მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს ვერ იღებენ.

მეცნიერებმა განაცხადეს, რომ თუთია და ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს თმის სიმტკიცესა და სისქის შენარჩუნებას. ალკოჰოლის გადაჭარბებულმა მოხმარებამ კი შეიძლება ორგანიზმს წაართვას ეს სასიცოცხლო საკვები ნივთიერებები და გამოიწვიოს თმის ცვენა.

ასევე ნახეთ

150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია