პოლიტიკა

ანსამბლი „მართვეს“ 50 ბავშვს არ ჩაურტყეს აშშ-ის ვიზები, არ აქვს მნიშვნელობა ჩემი შვილიც იყო თუ არა – ჩემი შვილის გამო 49 ბავშვი არ გაუშვეს ამერიკაში? ეს საერთოდ კატასტროფა ყოფილა – ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების არ მიცემას შეეხებოდა, კვლვაც უპასუხა. “გუშინ გავიხსენე ანსამბლი „მართვეს“ შემთხვევა, როცა 50 ბავშვი დატოვეს საქართველოში, არ ჩაურტყეს აშშ-ის ვიზები. არ აქვს მნიშვნელობა ჩემი შვილიც იყო თუ არა – თქვენ იმას ამბობთ, რომ ჩემი შვილის გამო 49 ბავშვი არ გაუშვეს ამერიკაში? ეს საერთოდ კატასტროფა ყოფილა.”

მისივე თქმით, არის შემთხვევები, რომლის შესახებაც აქვს ინფორმაცია, მათ შორის არიან სტუდენტები, რომლებმაც აშშ-ის უნივერსიტეტში ჩააბარეს და ასევე, ანსამბლი „მართვე“, რომელსაც აშშ-ში დაგეგმილი გასტროლი ჰქონდა და მათ ვიზები არ ჩაურტყეს.

„რაც არის საჯარო, არის შარშანწინდელი მონაცემები, რომლის მიხედვითაც საქართველოს შემთხვევაში განაცხადების დაკმაყოფილების მაჩვენებელი არის 37%, მაშინ, როცა სამეზობლოში: აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუსეთი ომამდე მდგომარეობა, ეს მონაცემი 63-88%-მდე მერყეობს. საქართველოში არის 2-3 -ჯერ ნაკლები, მითუმეტეს, არის ცალკეული შემთხვევები, როცა იყო სტუდენტი, მიიღო დაფინანსება, ჩაირიცხა კონკრეტულ ამერიკულ უნივერსიტეტში და არ ჩაურტყეს ვიზა. გუშინ ასევე გავიხსენე „მართვეს“ შემთხვევა, როცა 50 ბავშვი დატოვეს საქართველოში, არ ჩაურტყეს ვიზები, რაც წარმოუდგენელია. რატომ უნდა დასაჯო 50 ბავშვი ამერიკაში არ გაგზავნით, როცა არანაირი არც რისკი არსებობს, არაფერი და გასტროლები არის შეთანხმებული? ეს არის აბსოლუტურად აუხსნელი და გაუგებარი. მგონი, უნდა დაინტერესდეს საელჩო, რატომ ხდება ეს ყველაფერი, რატომ ისჯებიან ჩვენი მოქალაქეები, რატომ არის დისკრიმინაციული მიდგომა?! ერთ-ერთი ჩვენი კოლეგის, პარლამენტარის შვილია, ერთ-ერთი კი იყო მოქალაქის შვილი, რომელსაც არ მისცეს ვიზა. გასული წლის ზაფხულის ამბავია. არ ჩაურტყეს ამ მოქალაქის შვილს ვიზა, ცნობილი ადამიანის შვილია, მიუხედავად იმისა, რომ ჩარიცხული იყო ამერიკის უნივერსიტეტში. მისგან ვიცი პირადად. ანსამბლ „მართვეს“ რაც შეეხება, 50 ბავშვი მიდიოდა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, იყო ჩემი შვილი თუ არა. თქვენ იმას ამბობთ, რომ ჩემი შვილის გამო 49 ბავშვი არ გაუშვეს? იმას ამტკიცებთ, რომ ამერიკის საელჩომ, ჩემი შვილის გამო, 49 ბავშვი არ გაუშვა ამერიკაში? მე შეიძლება ინფორმაცია მქონდეს რაღაცის გამო. თქვენ იმას ამტკიცებთ, რომ ჩემი შვილის გამო არ გაუშვეს? ინფორმაცია მქონდა და აღვნიშნე ეს. თქვენ თუ იმას ამტკიცებთ, რომ ჩემი შვილის გამო 49 ბავშვი არ გაუშვეს ამერიკაში, ეს საერთოდ კატასტროფა ყოფილა“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე ნახეთ

ცესკო ამომრჩევლებს მოუწოდებს, გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და გაიგონ, სად უნდა მისცენ ხმა

26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია