პოლიტიკა

სიახლე Apple-ის წარმოებაში

გაზაფხულზე Apple-ი გამოუშვებს ახალ პროდუქტს – ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე პლანშეტს, რომელიც ადამიანებს სახლის გაკონტროლებაში დაეხმარება, – წერს Reuters.
Apple-ს სურს დაეწიოს კონკურენტებს „ჭკვიანი სახლის“ ბაზარზე. კედლის AI-პლანშეტი შეძლებს აკონტროლოს და მართოს სახლში არსებული ტექნიკა, ასევე ჩაატაროს ვიდეო-კონფერენციები.
კომპანიაში სჯერათ, რომ Apple-ის ახალი პროდუქტი გახდება ძლიერი მოთამაშე „ჭკვიანი სახლის“ სეგმენტში. მის შექმნაზე სპეციალისტები სამ წელზე მეტხანს მუშაობდნენ.
AI-პლანშეტი ოთხკუთხედ iPad-ს ჰგავს. ის თითქმის ორჯერ უფრო დიდია, ვიდრე ორი iPhone-ი. Apple-ი აპირებს გამოუშვას ახალი პროდუქტი შავ და ვერცხლისფერ ფერებში.
მისმა ფასმა შესაძლოა ათას დოლარს მიაღწიოს, თუმცა მომხმარებლებს შესთავაზებენ უფრო იაფ ვარიანტებსაც, რომლებიც პროდუქტის კომპონენტებზე იქნება დამოკიდებული.

ასევე ნახეთ

პროკურატურამ ბებიას 2 წლამდე შვილიშვილის tik-tok ლაივში ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბებიას ბრალდება 1 წლის და 2 თვის შვილიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, წარუდგინა. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია