პოლიტიკა

აქცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ, დღეს, 18:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოსთან დაანონსდა

აქცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ, დღეს, 18:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოსთან დაანონსდა.

ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ განცხადებით, ვინაიდან რელიგიური კვირეულია, მსვლელობები იქნება სპეციფიკური.

“ჩვენი ბრძოლა გრძელდება. ჩვენ არ ვაპირებთ შევასვენოთ მოძალადე პოლიცია, რომელიც ძალადობს ყველაზე განურჩევლად, ქალებსა და ბავშვებზეც კი!არაფრად აგდებენ რელიგიურ დღესასწაულებსაც. სასტიკად დაგვარბიეს დიდ ხუთშაბათსაც და წითელ პარასკევსაც, ამიტომ, ჩვენ დაუშვებლად ვთვლით, ოდნავ მაინც დავასვენოთ ეს ჯალათები.

ვინაიდან რელიგიური კვირეულია, ჩვენი მსვლელობები იქნება სპეციფიკური, თხოვნაა, ეს გაითვალისწინოთ, იქნება ძალიან ბევრი პროვოკაცია და მზად იყავით. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ზრდილობიანად, სუფთად და ლამაზად უნდა ჩატარდეს მსვლელობები.

თხოვნაა, წამოიღოთ სანთლები.

მოსალოდნელი წვიმისთვისაც იყავით მზად”, – წერს მოძრაობა „დაფიონი“.

დღეს ასევე, მოძრაობა “სირცხვილიამ” სასტუმრო “პარაგრაფთან” 18:30 საათზე აქცია დააანონსა.

ასევე ნახეთ

სამოქალაქო აქტივისტს ნინო დათაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამოქალაქო აქტივისტს, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია