აშშ-ის მონტანას შტატში მომავალი წლიდან „ტიკტოკის“ გამოყენება აიკრძალება. მონტანას გუბერნატორმა აღნიშნულ კანონს ხელი უკვე მოაწერა. მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ჩინეთის მიერ სავარაუდო სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისგან ხალხის დასაცავად მიიღეს.
მონტანაში მოსახლეობა ვეღარ შეძლებს „გუგლიდან“ და „ეფლიდან“ „ტიკტოკის“ აპლიკაციის ჩამოტვირთვას, თუმცა არ დაწესდება ჯარიმა იმ პირების მიმართ, რომლებიც აპლიკაციას იყენებენ.
გადაწყვეტილების საპასუხოდ „ტიკტოკმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ტიკტოკის“ უკანონო აკრძალვით ირღვევა მონტანაში მცხოვრებთა უფლებები“. ამასთან, კომპანია „განაგრძობს მუშაობას მომხმარებლების უფლებების დასაცავად მონტანის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ“.
აშშ-ის ოფიციალური პირების მხრიდან „ტიკტოკის“ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აპლიკაციაზე ჩინეთის მთავრობის პოტენციურმა გავლენამ გამოიწვია.