Breaking News

ავსტრალიის არმიამ გონებით კონტროლირებადი საბრძოლო რობოძაღლები გამოცადა

ავსტრალიის სამხედროები ხელოვნური ინტელექტის “ტვინის რობოტულ ინტერფეისს” ტესტავენ. ამით მათ სურთ გააკონტროლონ რობოძაღლები, რომლებიც სინქრონიზებულია ჯარისკაცების გონებასთან.

ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია ჯარისკაცებს საშუალებას აძლევს გააკონტროლონ რობოტები მოწინავე ციფრული “ტელეპათიის” გამოყენებით, ნათქვამია ავსტრალიის არმიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში.

“არმია იკვლევს ტვინის სიგნალების გამოყენებას რობოტული და ავტონომიური სისტემების გასაკონტროლებლად”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ხელოვნური ინტელექტი აანალიზებს ტვინის ტალღებს და გადასცემს მათ რობოძაღლის მაღალტექნოლოგიური ბიოსენსორის გამოყენებით.

“მთელი პროცესის ათვისება არ არის რთული. ის ძალიან ინტუიციურია. ამას მხოლოდ რამდენიმე სესია დასჭირდა. ეს უფრო ვიზუალური კონცენტრაციის საკითხია. თქვენ არ გჭირდებათ რაიმე კონკრეტულზე ფიქრი, რობოტის მუშაობისთვის, უბრალოდ ყურადღება ციმციმზე უნდა გაამახვილოთ”, — ამბობს მე-5 საბრძოლო ბატალიონის სერჟანტი დამიან რობინსონი, რომელმაც HoloLens მოწყობილობა გამოცადა.

როგორ მუშაობს რობოძაღლი?

ტექნოლოგია ჰიბრიდული სისტემაა, რომელიც შექმნილია HoloLens 2 ყურსასმენით. ის ადვილად ხელმისაწვდომია და Raspberry Pi-ზე დაფუძნებული AI დეკოდერს იყენებს.

სპეციალურად შექმნილი და დაპროგრამებული AI დეკოდერი იჭერს ტვინის ტალღებს და გარდაქმნის მათ დამხმარე დირექტივებად, რომლებიც შემდეგ “ტელეპათიურად” გადაეცემა ავტონომიურ რობოძაღლს.

“პროექტის პოტენციალი ძალიან დიდია. ტექნოლოგია ტვინის ტალღებს თარგმნის ნულებად და ერთებად და ეს შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა სისტემაში”, — თქვა რობინსონმა.

ტვინის ამ სიგნალებმა რობოტების იმ მიმართულებით გადაადგილება უზრუნველყო, რომელიც ადამიანმა აზრებით “განახორციელა”.

რობოტმა და ჯარისკაცებმა წარმტებით ითანამშრომლეს რითაც რამდენიმე შენობა მოიცვეს. პროექტში მონაწილეობა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, სიდნეის, თავდაცვის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ჯგუფის მკვლევრებმა მიიღეს.

მკვლევრების თქმით, ამ საშუალებით ისინი სამომავლო გამოწვევებისთვის ემზადებიან.

Check Also

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია