პოლიტიკა

ბათუმის მე-7 საჯარო სკოლაში ოკუპირებული აფხაზეთის დროშის გამოფენის გამო სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს

ბათუმის #7-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ სტენდზე სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის დროშაც გამოფინა.

ამ ფაქტს სკოლის მოსწავლეების პროტესტი მოჰყვა და ერთ-ერთმა მოსწავლემ სტენდთან აფხაზეთის დროშა ჩამოხია.

ფაქტზე აჭარის განათლების სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო. სკოლის დირექტორი შორენა ქონიაძე თანამდებობიდან უკვე გათავისუფლებულია. სკოლის ადმინისტრაცია ფაქტს ადასტურებს და პასუხისმგებლობას იმ სტამბას აკისრებს, რომელმაც სტენდისთვის დროშები დაბეჭდა.

ასევე ნახეთ

ძაღლს, რომელმაც ხონში ორი ბავშვი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა

ხონში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა. ხონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ძაღლმა ხონის …