პოლიტიკა

ბათუმის პორტში სოჭიდან ჩამოსულ საკრუიზო ლაინერს მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდნენ

ბათუმის პორტში სოჭიდან ჩამოსულ საკრუიზო ლაინერს მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდნენ. პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, 10-მდე ადამიანი დააკავეს.

ცნობისთვის, პირველად საკრუიზო ლაინერი Astoria Grande საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. მოქალაქეებმა ეს ფაქტი მაშინაც გააპროტესტეს და გემმა პროტესტის ფონზე დატოვა.

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსული საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE სანქცირებული არ არის. უფრო ზუსტად, საკრუიზო გემის შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. მფლობელი სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით არის რეგისტრირებულია და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.

ასევე ნახეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი მის არასრულწლოვან შვილზე გავრცებულ ინფორმაციას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-მა ცოტა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია