პოლიტიკა

ბათუმში დღეს საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილებს იხსენებენ

ბათუმში დღეს საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილ ადამიანებს იხსენებენ.

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის ადგილზე ამ წუთებში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდა.

ერთი წლის წინ მომხდარი ტრაგედიის ადგილზე, 26 მაისის ქუჩაზე, მოწყობილია გლოვის კედელი, რომელზეც აღნიშნულია კორპუსის ნგრევის შედეგად გარდაცვლილთა სახელები და გვარები.

ადგილზე იმყოფებიან გარდაცვლილთა ახლობლები, მაშველები და მოქალაქეები. გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და სხვა პირებმა.

სადარბაზოს ნგრევამ 9 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის გარდაცვალება გამოიწვია. სამაშველო სამუშაოები 29 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რაშიც 429 მაშველი იყო ჩართული.

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევიდან ერთი წელი გავიდა.

ასევე ნახეთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სრულად შერაცხადია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია