პოლიტიკა

ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად მოზარდი დაიღუპა

ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად 10 წლის ბავშვი დაიღუპა. იგი გუშინ ახალ ბულვარში დაშავდა. მოზარდი კლინიკაში გარდაიცვალა.

შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა. ძლიერმა ქარმა ბათუმის ბულვარში ბატუტზე მყოფი ბავშვები გაიტაცა და დააზიანა. კიდევ ერთი დაშავებული ბავშვი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში არის მოთავსებული

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ასევე ნახეთ

პროკურატურამ ბებიას 2 წლამდე შვილიშვილის tik-tok ლაივში ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბებიას ბრალდება 1 წლის და 2 თვის შვილიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, წარუდგინა. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია