პოლიტიკა

ბავშვების მდგომარეობა, რომლებსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, მძიმეა

ბავშვები, რომელთაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, ხეჩინაშვილის კლინიკაში, შოკის მდგომარეობაში იმყოფებიან. 

„ორივე ბავშვის მდგომარეობა მძიმეა“, – აღნიშნეს კლინიკაში.

ცნობისთვის, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად მასში ჩასულ ორ არასრულწლოვანს კი დენმა დაარტყა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ასევე ნახეთ

ბეკომ ქალაქ რუსთავს ხეები აჩუქა!

ბეკო, როგორც გლობალური ბრენდი, დაარსებიდან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მდგრად განვითარებას. მათ შორის საქართველოში მოღვაწეობის 25-წლიანი …