პოლიტიკა

BBC – რუსეთი ჩინეთში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა

რუსეთი ჩინეთში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა. როგორც „ბიბისი“ იუწყება, მაისში რუსეთის ფედერაციიდან ჩინეთისთვის მიწოდებული ნავთობის მოცულობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 8,42 მილიონი ტონა შეადგინა, რაც შარშანდელ მონაცემებთან შედარებით, 55%-ით მეტია.

ჩინეთი ევროკავშირის შემდეგ რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია.

როგორც მედია წერს, ივნისის დასაწყისში ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა, რაც მოიცავს უარის თქმას რუსულ ნავთობზე და ბუნებრივი აირის იმპორტის 2/3-ით შემცირებას, აიძულა რუსეთი, წიაღისეული დიდი ფასდაკლებით გაეყიდა, რამაც უბიძგა ჩინურ კომპანიებს, მეტი რუსული ნავთობი ეყიდათ.

ასევე ნახეთ

პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა დავითაძის მხარდაჭერას არ უკავშირდება

სპეციალური პენიტენციური სამსახურია აცხადებს, რომ მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა გიორგი დავითაძის მიმართ  …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...