ბეკო, როგორც გლობალური ბრენდი, დაარსებიდან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მდგრად განვითარებას. მათ შორის საქართველოში მოღვაწეობის 25-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე, კომპანია ყოველთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება გარემოს, ქმნის ეკომეგობრულ პროდუქციას და იღებს ეკომეგობრულ გადაწყვეტილებებს. სხვადასხვა მდგრადი აქტივობებით კომპანია ხელს უწყობს მოქალაქეებში სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებასაც.
ამჯერად, სახალისო და შემეცნებითი თამაშის ფარგლებში, ბეკომ წაახალისა ადამიანები გაეღრმავებინათ ცოდნა საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ ქალაქზე. რაც მთავარია, მათ კომპანიამ მისცა უნიკალური შანსი დარგულიყო გამარჯვებულების სახელობის პერსონალური ხეები!
ბეკოს ხეები ქალაქ რუსთავს, კერძოდ კი ზვიად გამსახურდიას სახელობის პარკს დაამშვენებს. ხეების დარგვის ღონისძიებას ესწრებოდნენ ‘ბეკო საქართველოს’ გენერალური დირექტორი მეჰმეთ მელექი, ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და ცნობილი წამყვანები, მათ შორის ირაკლი მაქაცარია, რომელიც გამწვანების სამუშაოებში უშუალოდ ჩაერთო.
ბეკოს წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული გამწვანების ღონისძიება მხოლოდ დასაწყისია და სამომავლოდ კომპანია გეგმავს ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი და ეკომეგობრული აქტივობა შესთავაზოს საკუთარ მომხმარებელს.