პოლიტიკა

ბილ გეიტსი მალე უმდიდრესთა სიიდან გაქრება

მილიარდერმა ბილ გეიტსმა გასულ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მთელი თავისი ქონების გადაცემას იმ საქველმოქმედო ფონდისთვის აპირებს, რომელიც ყოფილ ცოლთან ერთად შექმნა. ასე რომ, ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი მალე უფრო მეტი ადამიანის დახმარებას შეძლებს.

ბილ გეიტსმა ტვიტერზე უკვე განაცხადა, რომ ამ თვეში ფონდს 20 მილიონ დოლარს ურიცხავს. ფონდში გადარიცხული თანხით პანდემიის, უკრაინის ომის და სხვა გლობალური პრობლემების შედეგად დაზარალებულ ადამიანებს დაეხმარებიან.

“სამომავლოდ მთელი ჩემი ქონების ფონდისთვის გადაცემას ვაპირებ. ამის შემდეგ კი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სიასაც ჩამოვშორდები”, — ამბობს ბილ გეიტსი.

ბილ და მელინდა გეიტსებმა 2010 წელს ინიციატივა Giving Pledge წამოიწყეს. ეს ინიციატივა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს ახალისებს, რომ სიცოცხლის განმავლობაში, ან ანდერძის შედგენისას, ქონება საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოიყენონ. მასში 204 წევრია, რომელთა შორის არიან როგორც ინდივიდუალური პირები, ისე ოჯახები.

ასევე ნახეთ

კახა კალაძე – გუშინდელ თამაშზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა თითქოს მარტივი და ყველა ქართველისთვის თვალსაჩინო რამ – ძალა ერთობაშია

გუშინდელ თამაშზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა თითქოს მარტივი და ყველა ქართველისთვის თვალსაჩინო რამ – ძალა ერთობაშია, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია