პოლიტიკა

ბლექ სი არენას” შენახვისთვის თუ სახსრებს ვპოულობთ, რა გახდა 12 ბავშვისთვის ამ მედიკამენტის შეძენა?! – ბაჩო დოლიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბაჩო დოლიძე მთავრობის კანცელარიასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა და აღნიშნა, რომ “ამაზრზენი საყურებელია” თუ რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მიმართ.

“პირველივე დღიდან ვგულშემატკივრობ ამ ადამიანებს. გამწარებულ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი შვილებისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას ითხოვენ.

ამაზრზენი საყურებელია, თუ რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას ამ ბავშვების მიმართ. აქ ხომ პოლიტიკას არ ეხება საკითხი. რამდენიმე ბავშვს ეხება საქმე, რომელიც გვყავს საპატრონო. საუბარი იმაზე, რომ თურმე ხელისუფლება პრეპარატზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს, ამით რას გვეუბნებიან? მშობლებზე უფრო მეტად ზრუნავენ ამ ბავშვებზე? წარმოუდგენელი განცხადებებია.

“ბლექ სი არენას” შენახვისთვის თუ სახსრებს ვპოულობთ, რა გახდა 12 ბავშვისთვის ამ მედიკამენტის შეძენა?! ვერანაირ არგუმენტს ვერ მიიღებს ეს ხალხი. ჩვენ გვყავს გასაწირი შვილები? ისე საუბრობენ, გეგონება თავიანთი ჯიბიდან იღებენ ამ ფულს”, – განაცხადა დოლიძემ

ასევე ნახეთ

პროკურატურამ ბებიას 2 წლამდე შვილიშვილის tik-tok ლაივში ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბებიას ბრალდება 1 წლის და 2 თვის შვილიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, წარუდგინა. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია