პოლიტიკა

ბუბა კიკაბიძეს დღეს დაკრძალავენ

ბუბა კიკაბიძეს დღეს ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ. მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი დღეს 12 საათიდან ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზში გაიმართება, საიდანაც სახალხო არტისტს 14 საათზე უკანასკნელ გზაზე გააცილებენ.

ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდები გასულ დღეებში ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა, ღამით კი, ცხედარი ფილარმონიაში გადაასვენეს.

კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, საესტრადო მომღერალი და სიმღერების ავტორი, ბუბა კიკაბიძე, 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ასევე ნახეთ

ზურაბ ჯაფარიძე – თუ მიქანაძე ხედავდა, რომ სტრასბურგში ქვეყანას ვღალატობდი, რატომ იქვე არ მეცა ყელში?

[გივი მიქანაძე] ახლა რომ უყვება წულუკიანს, თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა, იქვე სტრასბურგში ვერ მოვიდა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია