პოლიტიკა

ბუჩიდან, ირპენიდან, ოდესიდან და უკრაინის სხვა ომგამოვლილი ქალაქებიდან, საქართველოში 30 სტუმარი ჩამოვიდა

ბუჩიდან, ირპენიდან, ოდესიდან და სხვა ომგამოვლილი ქალაქებიდან, საქართველოში 30 უკრაინელი სტუმარი ჩამოვიდა. მათი უმრავლესობა ბავშვoა, რამდენიმე მათგანმა მშობლები ომში, ბრძოლის ველზე დაკარგა.

სტუმრებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია მასპინძლობს. უკრაინელი ბავშვები ბათუმს ესტუმრნენ, შემდეგი გაჩერება კი მცხეთაა, სადაც ისტორიული ქალაქის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.

ხუთშაბათს, საქართველოს პარლამენტში ოფიციალური მიღება გაიმართება და მათ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები შეხვდებიან, თბილისის მერიის ხელშეწყობით კი, ისინი ეწვევიან მოზარდ მაყურებელთა თეატრს, ბოტანიკურ ბაღს, მთაწმინდის პარკს.

უკრაინელი სტუმრები ასევე მონაწილეობას მიიღებენ თელავში დაგეგმილ ერეკლეობის ღონისძიებაზე, რომელიც 7 ნოემბერს გაიმართება.

ასევე ნახეთ

93 წლის ასაკში გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II

93 წლის ასაკში გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II, ამის შესახებ მოსაყდრე შიომ და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...