პოლიტიკა

ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას რედაქტორმა ცისია კირვალიძემ გაავრცელა.

“5 წუთის წინ ჭავჭავაძეზე ჩემ თვალწინ დაესხნენ თავს ლევან ბერძენიშვილს – ახალგაზრდა ბიჭმა კვერცხები ესროლა და მოღალატე ეძახა.

ამას ახალისებს ქართული ოცნება თავისი მართული ბნელებით და ყველა იმ ადამიანით, ვისაც ჰგონია, რომ ერეკლე მეფე უნდა დაიცვას ბერძენიშვილისგან. ძალიან შემრცხვა”, – დაწერა მან.

ლევან ბერძენიშვილმა ტელეკომპანია ფორმულასთან ინტერვიუში თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა

“ვიღაც მოქალაქე შემხვდა და არ მომცა გავლის საშუალება, სანამ არ მაგინა და ერეკლე მეფე არ “დაიცვა” ჩემგან. კვერცხი ისროლა, მაგრამ მანქანას მოხვდა. დაზიანება არ მაქვს. ზომბირებული ჰყავთ ხალხი და ალაგ-ალაგ აგზავნიან ხოლმე. ადამიანი იყო შეურაცხადი, ვერ გავიგე, რა უნდოდა. გავიგე, რომ ერეკლეს იცავდა, მაგრამ ხომ შეიძლება, თქვა, რომ არ გეთანხმები, არა, მაინც და მაინც ის უნდოდა, სანამ დედის გინება არ დაიწყო, ვერ შეიკავა თავი. პოლიცია არ ყოფილა იქ,” – აღნიშნა მან.

ასევე ნახეთ

ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია – შსს-მ ხანძარის გაჩენასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია