პოლიტიკა

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს. ამ დროისთვის 9 მათგანი შიმშილობს.

შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კომპანია დათმობაზე არ წავიდა. გაფიცულები ხელფასის გაზრდას ითხოვენ.

„მინიმუმს ვითხოვდით 6 დღის განმავლობაში, ამის მოთხოვნაც არ უნდა დაგვჭირვებოდა, დღეს კი უკვე ერთ-ერთი უპირობო მოთხოვნაა ხელფასის ზრდა. ასევე, არის უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესება, მომარაგება, ისედაც საშიშ პირობებში კიდევ არ უნდა დაგვიზიანდეს ჯანმრთელობა და უნდა იყოს გამართული. არ შევწყვეტთ შიმშილობას ვიდრე შედეგს არ მივიღებთ. ვთხოვთ ხელისუფლებას, დაინტერესდნენ მაღაროელთა მოთხოვნებით“, – აცხადებს ერთ-ერთი მოშიმშილე.

ერთ კვირაზე მეტია მაღაროელები ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვენ.

ასევე ნახეთ

პროკურატურამ ბებიას 2 წლამდე შვილიშვილის tik-tok ლაივში ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბებიას ბრალდება 1 წლის და 2 თვის შვილიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, წარუდგინა. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია