ლატარიის გამარჯვებული ჩინელი კაცი ცოლ-შვილისგან საიდუმლოდ ინახავს, რომ მან ახლახან 30 მილიონი დოლარი მიიღო. კაცი თანხის მისაღებად ანიმაციის პერსონაჟის კოსტიუმით მივიდა, რომელიც სახეს უფარავდა და სამახსოვრო ფოტოები სწორედ ასე გადაიღო.
“ჩემს ცოლსა და შვილს მოგებული თანხის შესახებ იმიტომ არ ვუთხარი, რომ შესაძლოა, მომავალში გულმოდგინედ აღარ ემუშავათ”, — განაცხადა გამარჯვებულმა. მისივე თქმით, ეშინოდა, მოგებულ მილიონებს ცოლ-შვილი არ გაეზარმაცებინა.
გამარჯვებულმა 5 მილიონი იენი ($34000) საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაურიცხა. როგორც თავად აცხადებს, ჯერ არ გადაუწყვეტია, დარჩენილი ფულით რა უნდა გააკეთოს.
გამარჯვებულმა კაცმა ლატარიის ბილეთი ჩინეთის ქალაქ ლიტანგში იყიდა, რომელშიც დაახლოებით 120 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მეორე დღეს, როცა ნაყიდმა ბილეთმა ჯეკპოტი მოიგო, კაცი ქალაქ ნანინგში ჩავიდა, სადაც ლატარიის ოფისი მდებარეობს და თანხაც მიიღო.