პოლიტიკა
default

ჩინეთში 35 ადამიანი ახალი ვირუსით დაინფიცირდა

ჩინელი მეცნიერები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, 35 ადამიანის ახალი ვირუსით ინფიცირების შემთხვევებს სწავლობენ, – ამის შესახებ BBC წერს.

ვირუსით, რომელსაც მედია Langya-ს ((LayV) სახელით მოიხსენიებს, ადამიანები შანდუნისა და ჰენანის პროვინციებში დაინფიცირდნენ. ვარაუდობენ, რომ მათ ვირუსი ცხოველებისგან გადაედოთ. ამ დრომდე, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის ადამიანიდან ადამიანზეც გადადის. „ბევრ ინფიცირებულს ჰქონდა ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა ცხელება, დაღლილობა და ხველა“, – წერს BBC.

ერთ-ერთი მკვლევარი, სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში ამბობს, რომ „პანიკა საჭირო არაა“, ვინაიდან არცერთი შემთხვევა ფატალური არ ყოფილა.

ამასთან, ის ხაზს უსვამს, რომ ჯერ კიდევ საჭიროა სიფრთხილე, რადგან ბუნებაში არსებული ბევრი ვირუსი იწვევს არაპროგნოზირებად შედეგებს, როდესაც მათით ადამიანები ინფიცირდებიან.

მეცნიერების ვარაუდით, LayV-ვირუსის უმთავრესი მატარებლები ბიგები არიან (მათი ტესტირებისას, 27%-ს დაუდგინდა ვირუსი). მათთან ერთად, გამოიკვლიეს ძაღლები და თხებიც. ვირუსი გამოკვლეული ძაღლების 5%-ს დაუდგინდა, თხების შემთხვევაში კი – 2%-ს

ასევე ნახეთ

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვის პარალელურად ხვალ საპროტესტო აქცია იგეგმება

სამოქალაქო ორგანიზაციები პარლამენტთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვის პარალელურად, აქციის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია