პოლიტიკა

დღეს წითელი პარასკევია, ყველაზე მძიმე დღე მართმადიდებელთათვის

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე, დღე იესო ქრისტეს ჯვარცმის, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვისა. მართმადიდებელ ტაძრებში დღეს გარდამოხსნის რიტუალი შესრულდება.

წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად, იესო ქრისტემ საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. სრულდებ მსახურებისას სამეუფო ჟამნი, რა დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.

მორწმუნეები წითელ პარასკევს კვერცხებს წითლად ღებავენ, აცხობენ​ პასკებს​, რადგან სახარების მიხედვით, იესო ქრისტეს ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.

ასევე ნახეთ

თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა

თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა, რომელიც მის ტანსაცმელში სამედიცინო პერსონალმა აღმოაჩინა. წერილის შინაარსს „პრაიმ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია