პოლიტიკა

წყნეთში, დენის დარტყმის შედეგად 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

წყნეთში, დენის დარტყმის შედეგად 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა.

ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ სასწრაფოს მისვლამდე ბიჭის გადარჩენას ადგილობრივები ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. ექიმებს ის გარდაცვლილი დახვდათ.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია დენის დარტყმა, თუმცა არსებული ინფორმაციით, სკვერში ადგილობრივებს ე.წ. ფანჩატური ჰქონდათ მოწყობილი, სადაც ელექტროენერგიაც ჰქონდათ გაყვანილი. გარდა ამისა, სკვერის მიმდებარედ მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ასევე ნახეთ

პროკურატურამ ბებიას 2 წლამდე შვილიშვილის tik-tok ლაივში ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბებიას ბრალდება 1 წლის და 2 თვის შვილიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, წარუდგინა. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია